Meubles Demeyere ერთ-ერთი უძველესი ფრანგული კომპანიაა, რომელიც 1909 წლიდან აწარმოებს ავეჯს.

დღეს Demeyere-ის ექსპორტის არეალი მსოფლიოს 75 ქვეყანას ფარავს და ის ევროპის უდიდეს ექსპორტიორ კომპანიების რიცხვში შედის. 

 

კომპანია საფრანგეთში სამ ქარხანას და სამ ლოჯისტიკურ ცენტრს ფლობს, შესაბამისად მის მიერ წარმოებული პროდუქციის 87% "დამზადებულია საფრანგეთში".

 

Demeyere-ის ყველა პროდუქტი ხარისხისა და უსაფრთხოების უმკაცრეს შემოწმებას გადის (ევროდირექტივა 2001/95CE). წარმოებაში გამოყენებული ყველა კომპონენტი კი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ REACH რეგულაციასთან.

 

 

 

 

Nijpels Meubelen b.v. ე.წ. Flat Pack ავეჯის მოწინავე ჰოლანდიური მწარმოებელია.

ჰოლანდიის ქალაქ ბერგენ ოპ ზუმში მდებარე ულტრათანამედროვე ქარხანა ავეჯის წარმოების სრულ ციკლს აერთიანებს. 

 

წარმოებაში მხოლოდ PEFC სერტიფიკატის მქონე ხის მასალა გამოიყენება, მზა პროდუქცია კი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანას მიეწოდება.

 

კომპანია Nijpels Meubelen დაარსდა 1969 წელს და მუდმივად ზრუნავს ინოვაციების,

თანამედროვე ტექნოლოგიების და საუკეთესო დიზაინერული გადაწყვეტილებების დანერგვაზე.