ძვირფასო მომხმარებლებო,

პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი ვებ-გვერდის მომსახურების წესებს

 

მომსახურების პირობები

ნებისმიერი ნივთის შეძენამდე, აუცილებელია ამ ნივთის ხელმისაწვდომობის, სასურველი ფერის, ზომისა და სხვა პარამეტრების
გადამოწმება ჩვენს კონსულტანტებთან, ტელეფონზე:  032 200 22 11 ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@globaltrade.ge

600 ლარამდე შენაძენის გაცემა ხორციელდება მაღაზიის შოურუმიდან, (სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, პავილიონი #14) შეძენიდან
მომდევნო სამუშაო დღეს. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქცია გაიცემა
შეფუთულ და დაშლილ მდგომარეობაში.

600 ლარამდე შენაძენი არ ითვალისწინებს უფასო მიტანისა და აწყობის სერვისს.    
600 ლარამდე შენაძენის მიტანის და აწყობის სერვისის ფასი თბილისის მასშტაბით შეადეგენს 30 ლარს.

600 ლარის ზევით შენაძენი ითვალისწინებს თბილისი მასშტაბით უფასო მიტანისა და აწყობის სერვისს.
პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შეძენიდან 2-3 სამუშაო დღის ვადაში.  დამატებითი დეტალების დაზუსტება
ხდება შეკვეთის განთავსების პროცესში.


მომხმარებელი პროდუქციის მიღებას ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერით. ყველა პრეტენზია ქარხნულ დეფექტთან ან/და
პროდუქციის სხვა ხარვეზთან დაკავშირებით მომხმარებლის მხრიდან უნდა დაფიქსირდეს პროდუქციის მიღების მომენტში. მიღება-ჩაბარების
აქტის ხელმოწერის შემდგომ, პრეტენზიები აღარ მიიღება.  

 

შეძენა

ონლაინ შეძენა - შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია; მოათავსეთ ის კალათაში; ხელმისაწვდომობის და სხვა ინფორმაციის
დაზუსტების მიზნით დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტს ტელეფონით - 032 200 22 11 ან ელექტრონული ფოსტით - info@globaltrade.ge;
გადაიხადეთ ონლაინ ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით; მიიღეთ შეძენილი პროდუქტი შეთანხმებული პირობებით. 

მაღაზიაში შეძენა - ჩვენი შოურუმი მდებარეობს სავაჭრო ცენტ მეგალაინის მე-14 პავილიონში, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე
განთავსებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი. ასევე მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია და გააფორმოთ სასურველი შეკვეთა.  
გელით შოურუმში ყოველ დღე ორშაბათის გარდა 11:00- დან 19:00 საათამდე.

გადახდა

ნაღდი ანგარიშსწორება - შესაძლებელია
ფრანგული სახლის შოურუმში (სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, მე-14 პავილიონი) ან ადგილზე
შეკვეთის მოტანისას;

ბარათით გადახდა - შესაძლებელია ფრანგული სახლის შოურუმში (ს/ც მეგალაინი, მე-14 პავილიონი) ან ადგილზე შეკვეთის მოტანისას,
ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;

ონლაინ გადახდა - შესაძლებელია ფრანგული სახლის ვებ-გვერდზე. თანხის გადახდამდე, აუცილებელია პროდუქტის ხელმისაწვდომობის,
სასურველი ფერის, ზომის და სხვა პარამეტრების გადამოწმება ჩვენს კონსულტანტებთან, ტელეფონზე 032 200 22 11 ან ელექტრონული
ფოსტით info@globaltrade.ge

საბანკო გადარიცხვა - როგორც იურიდიულ, ასევე კერძო პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო გადარიცხვის მომსახურებით:

ს.ს. "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE88TB7226236080100004
მიმღები: შპს "გლობალტრეიდი" (ს/კ 402051612)