ჩვენს შესახებ

 

ფრანგული სახლში საუკეთესო ევროპული ბრენდების ავეჯის ფართო არჩევანია.

 ჩვენ ხელმისაწვდომი ფასის, დახვეწილი დიზაინის და ევროპული ხარისხის საუკეთესო კომბინაციას გთავაზობთ. 

 

ჩვენი პარტნიორები - ფრანგული და ჰოლანდიური მწარმოებლები, თავიანთი პროდუქციის 90%-ს საფრანგეთსა და ჰოლანდიაში აწარმოებენ. 

 

ჩვენთან შეიძენთ საწოლებს, კარადებს, ტუმბოებს, მაგიდებს, სკამებს, კომოდებს, მისაღები და ბავშვის ოთახის ნაკრებებს, სამზარეულოებს და ბევრ სხვა საჭირო ნივთს. 

ჩვენ ვემსახურებით, როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომხმარებლებს.

 

ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც სავაჭრო ცენტრ მეგალაინში (აგლაძის 15, პავილიონი 14), ასევე ონლაინ.

შესაბამისად, ჩვენი კონსულტანტები კვალიფიციურად მოგემსახურებიან, როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ სივრცეში.

 

ფრანგული სახლი მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ამიტომ მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და სთავაზობს მას დროისა და მოთხოვნის ადექვატურ პროდუქციას და მომსახურებას.